• Geo
  • Eng
14.07.2016
ხვალ მესამე ეტაპის წილისყრა გაიმართება

ხვალ შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. თბილისის დროით 14.00 საათიდან ცნობილი გახდება დინამო-ალაშკერტის წყვილში გამარჯვებული გუნდის მეტოქე. წილისყრამდე გუნდები განთესილ და განუთესავ ჯგუფებად დაიყოფა. ჩვენი წყვილიდან გამარჯვებულს განთესილი გუნდი შეხვდება. აქვე გთავაზობთ სავარაუდო მეტოქეთა სიას:

ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
ვიქტორია  (ჩეხეთი)
ზალცბურგი  (ავსტრია) - ლიეპაეა (ლატვია)
სელტიკი (შოტლანდია) - ლინკოლნი (გიბრალტარი)
აპოელი (კვიპროსი) - ნიუ საინთსი (უელსი)
ბატე (ბელორუსი) - სეინაიოკი (ფინეთი)
ლეგია (პოლონეთი) -  ზრინსკი (ბოსნია-ჰერცეგოვინა)
დინამო ზაგრები (ხორვატია) - ვარდარი (მაკედონია)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი) - მლადოსტი (მონტენეგრო)
კოპენჰაგენი (დანია) - კრუზეიდერსი (ჩრდ.ირლანდია)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024