დინამო თბილისი სრული შემადგენლობით უკვე ერევანშია. თბილისელები სასტუმრო Radisson BLU- ში დაბინავდნენ, ივახშმეს და დაისვენებენ. ჩვენი გუნდი ხვალ საღამოს, ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს და იქვე გაიმართება მატჩისწინა პრესკონფერენციაც. 19 ივლისს კი აღნიშნულ სტადიონზე უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრაში დინამოელები ადგილობრივ ალაშკერტს დაუპირისპირდებიან. მატჩი 19.00 საათზე დაიწყება.