• Geo
  • Eng
29.09.2016
ახალგაზრდები კაირატთან დამარცხდნენ

დინამო არენაზე უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი რაუნდის პირველი მატჩი გაიმართა. დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ ალმათის კაირატი მიიღო. შეხვედრის დებიუტში, მეხუთე წუთზე ჟანდოს სოლტანოვმა ითამაშა სახიფათოდ, მისი დარტყმული დავით კობოურმა მოიგერია. საპასუხო შეტევაში სოსლან ძაგოევმა ითამაშა კარგად, თუმცა მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. მომდევნო შეტევაში, თბილისელებმა რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, გიორგი ჩაკვეტაძის დარტყმულ ბურთს სიძლიერე დააკლდა და საბოლოოდ ბურთი მეკარემ მოიგერია. მე- 17 წუთზე მოედნის ცენტრში გიორგი გოგილაშვილმა ჩაჭრა ბურთ, გაიჭრა მეტოქის საჯარიმოსკენ, გზად რამდენიმე მცველიც ჩამოიშორა, დაარტყა და ბურთი სანტიმეტრებში აცდა კაირატის კარს. 25- ე წუთზე უკვე დინამო გადაურჩა გოლს- ბახტიაროვის ტექნიკურად დარტყმული ბურთი ხარიხამ მოიგერია. დინამოელებმა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და აღსანიშნავია, რომ მთელი ტაიმი შეტევებში გაატარეს. მეორე ნახევარი დაბალ ტემში დაიწყო ორივე გუნდმა. შეხვედრის 55- ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. სიტუაციაში, რომელიც არაფრით არ მოასწავებდა ხიფათს, მაქსიმ კოტოვმა დინამოელთა მეკარის უყურადღებობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ხუთ წუთში აკმალ ბახტიაროვი საჯარიმოს მისადგომიდან არტყამს და 0:2. მომდევნო შეტევაში გიორგი ზარიას მართებდა ანგარიშის შემცირება, თუმცა ბოლო წამს დარტყმის ნაცვლად გადაცემა გააკეთა და მომენტიც გაუშვა ხელიდან. თბილისელები მასირებულ შეტევებზე გადავიდნენ, გიორგი კუციას დარტყმა- ბურთს მცველი იგერიებს. ცოტახანში მეტოქემ კონტრშეტევაზე ითამაშა ზუსტად, ბახტიაროვმა კი დუბლი შეასრულა 0:3. ბოლო წუთებზე კიდევ გაიბრძოლა დინამომ, შეცვლაზე შემოსული აკაკი ყურაშვილი ემუქრებოდა სტუმართა კარს, თუმცა ისევ ამაოდ. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა. საპასუხო შეხვედრას ახალგაზრდა დინამოელები ალმათის ცენტრალურ სტადიონზე 19 ოქტომბერს გამართავენ.

 

დინამო  0:3  კაირატი

გოლი: 0:1 კოტოვი 55’  0:2 ბახტიაროვი 60’  0:3 ბახტიაროვი 72’

გაფრთხილება: ჟუზბაი 25’  არტიუშენკო 28’  აიტორე 30’  კოტოვი 65’  ჩაკვეტაძე 68’

დინამო: კულუა, კაპანაძე, ჭურღულაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, კუცია (ყურაშვილი 79), ძაგოევი (ხარაბაძე 54), ფოჩხუა, გოგილაშვილი (ქავთარაძე 53), ჩაკვეტაძე, ზარია

კაირატი: გრუბოვი, აიტორე, კასიმი, არტიუშენკო, კოტოვი (ადახაჯიევი 74), ბახტიაროვი (აიმანოვი 88), ზოლტანი, ჟუზბაი (პოპოვი 78), ევსეევი, კიბირაი, ორაზოვი

მსაჯი: ზავენ ჰოვანისიანი (სომეთი)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024