ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე რაუნდის საპასუხო მატჩი გაიმართა. მაქსიმირზე დინამო ზაგრებმა სკოპიეს ვარდარს უმასპინძლა, რომელთანაც პირველ შეხვედრაში 2:1 ჰქონდა მოგებული. საპასუხო მატჩი ხორვატიის ჩემპიონმა 3:2 მოიგო და 26 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდის პირველ შეხვედრაში დინამო თბილისს უმასპინძლებენ.