• Geo
  • Eng
07.06.2016
გიორგი პაპუნაშვილი დინამოში ბრუნდება

ერთ-ერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც იჯარით ბრემენში იმყოფებოდა და ვერდერი 2- ის რიგებში ასპარეზობდა, მშობლიურ კლუბს უბრუნდება. პაპუნაშვილს ტერფის ტრავმა აწუხებს და დინამოს სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის საქართველოს ჩემპიონს, ევრო არენაზე, პირველივე მატჩში დაეხმაროს. ეს შევსება უდავოდ გაზრდის, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამოს შანსებს.

 

- გერმანიაში გატარებული პერიოდი ჩემთვის წარმატებული არ გამოდგა, მაგრამ საკმაო გამოცდილება მივიღე. თვალნათლივ დავინახე თუ რა დამაკლდა გუნდში თავის დასამკვიდრებლად. ზუსტად ვიცი რა მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის წამყვან კლუბებში მოსახვედრად. თვითკრიტიკული ვარ და ამიერიდან გაათმაგებული ენერგიით და მონდომებით ვივარჯიშებ. ვთვლი, რომ კარიერის საუკეთესო პერიოდი წინ მაქვს და ამის დამტკიცებას დინამოს უახლოესი მატჩებიდან ვაპირებ. - განაცხადა გიორგი პაპუნაშვილმა.

 

-  გიორგი საოცრად მოტივირებულია. მე მჯერა, მისი ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი აუცილებლად გააძლიერებს დინამოს. ის მხოლოდ 20 წლის არის და თუ ასეთი შემართებით გაარგრძელებს უთუოდ ითამაშებს ევროპული დონის ფეხბურთს. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი, მისი დროული მკურნალობა და მინდორზე დაბრუნებაა. -  კლუბის ტექნიკური დირექტორი - ლევან ზუხბაია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024