დინამო თბილისის ყოფილი მთავარი მწვრთნელი იუბილარია.
დღეს ივო შუშაკს 70 წელი შეუსრულდა, ჩვენი კლუბი ულოცავს ხორვატ სპეციალისტს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებებს.
ივო შუშაკი დინამო თბილისში 2002-2004 წლებში მუშაობდა, მის სახელს უკავშირდება დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება - დსთ- ს თასის მოგება. იმ დროს საკმაოდ პრესტიჟულ გათამაშებაში, დინამოელებმა მეტად სანახაობრივი ფეხბურთით შეძლეს ტიტულის მოპოვება. შუშაკმა დინამოსთან ერთად ასევე მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და თასის გათამაშება.
სწორედ შუშაკის თაოსნობით შეძლო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, თავის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება რუსეთის ეროვნულ გუნდთან.