• Geo
  • Eng
03.10.2016
დაუვიწყარი გამარჯვება

1979 წლის 3 ოქტომბერს ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/16 ფინალის საპასუხო შეხვედრაში დინამომ, იმ დროისთვის ევროპის საუკეთესო გუნდს, ინგლისის ჩემპიონს- ლივერპულს უმასპინძლა. (პირველი შეხვედრა ენფილდზე ინგლისელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. გოლები ჯონსონმა, კეისმა და ჩივაძემ გაიტანეს).  დინამოს სტადიონზე,  კოკისპირულ წვიმაში, 90 ათასი მაყურებლის წინაშე, დინამოელებმა 3:0 გაიმარჯვეს. ეს გახლდათ ერთადერთი შემთხვევა,  როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროპულ ტურნირებს პირველივე წრეში გამოეთიშა.

დინამო  3:0  ლივერპული

მსაჯი: ჰაინც ალდინგერი (გერმანია)

გოლები: 1:0 გუცაევი 55’  2:0 შენგელია 75’  3:0 ჩივაძე (პენ) 81’

დინამო: გაბელია, გ. მაჩაიძე, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, ჭილაია, დარასელია, მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

ლივერპული: კლემენსი, ნილი, ირვინი, ტომპსონი, კენედი, ჰანსენი, დალგლიში, კეისი (ფეირკლო 78’), ჯონსონი, მაკ დერმოტი, სუნესი

მწვრთნელი: რობერტ პეისლი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024