გაცნობებთ, რომ იწყება მედია აკრედიტაციების განაცხადების მიღება, უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის, 2 აგვისტოს გასამართ განმეორებით შეხვედრაზე დინამო თბილისსა და დინამო ზაგრებს შორის. აკრედიტაციების მსურველთა განაცხადების მიღება გაგრძელდება 2016 წლის 30 ივლისის ჩათვლით.
მედია საშუალებებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ განაცხადი, სადაც მიუთითებთ:
მედია საშუალების დასახელება:
სახელი (ვის სახელზეც უნდა გაიცეს აკრედიტაცია):
გვარი (ვის სახელზეც უნდა გაიცეს აკრედიტაცია):
მედიის კატეგორია (რადიო, პრესა, ტელევიზია, ბლოგერი):
ქვეკატეგორია (მწერალი პრესა, ვებ გვერდი, რადიო კომენტატორი, TV, ოპერატორი, ფოტოგრაფი):
მედია საშუალების E-mail:
მედია საშუალების საკონტაქტო ტელეფონები:
აკრედიტაციის მსურველის E-mail:
აკრედიტაციის მსურველთა საკონტაქტო ტელეფონები:
განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: media@fcdinamo.ge
მსურველებს დასტური ეცნობებათ მითითებულ მეილზე.
აკრედიტაციები გაიცემა 1-ელ აგვისტოს, თამაშამდე ერთი დღით ადრე .