დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მაქსიმირის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში თბილისელთა სლოვაკმა თავკაცმა- იურაი იარაბეკმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
იურაი იარაბეკი: ყველას მივესალმები. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი კარგად მყავდა მოტივირებული. ყველაფერი არია იმ ორმა წუთმა როდესაც ბავშვური შეცდომები დაუშვით. საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა. მასპინძელი საკმაოდ ძლიერი გუნდია. თბილისში რა თქმა უნდა ბევრ გულშემატკივარს ველით დინამო არენაზე და აუცილებლად შევეცდებით ჩვენი შანსების გამოყენებას. წინ მთელი 90 წუთია და უკეთესი თამაშის ხარისხით შანსების მაქსიმალურად გამოყენებას და პირველ ნახევარში გოლის გატანას ვეცდებით. წაგება უსიამოვნოა, თუმცა იმედგაცრუებული არ ვარ. ჩვენი მიზანი გოლის გატანა იყო, ამის რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გავუშვით ხელიდან, ეს ფეხბურთია - წინ კი მეორე შეხვედრაა.