• Geo
  • Eng
10.06.2016
ბექა მიქელთაძე - დუბლების ბომბარდირი

დინამო თბილისის სარეზერვო შემადგენლობამ 2015/2016 წლების დუბლების ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. გუნდმა 30 მატჩიდან 21 შეხვედრა მოგებით დაასრულა, 3 ფრე ითამაშა და 6- ჯერ დამარცხდა. დინამოელებმა 91 გოლი (საუკეთესო მაჩვენებელი) გაიტანეს და თავის კარში 38 მიიღეს. საბოლოოდ ლევან გვანცელაძის შეგირდებმა 66 ქულა დააგროვეს და ერთი ქულით ჩამორჩნენ პირველადგილოსანს. თბილისელთა მიერ გატანილი 91 გოლიდან თითქმის 30% გუნდის ფორვარდსა და კაპიტანზე- ბექა მიქელთაძეზე მოდის, რომელმაც 26- ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარში გოლის გატანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024