• Geo
  • Eng
08.10.2016
19 წლამდე ჯვაროსნებმა სერბეთთან ფრედ ითამაშეს

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გიორგი ყიფიანის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და სერბ თანატოლებს დაუპირისპირდა. მატჩი სანახაობრივად წარიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს სტუმრებთან შედარებით შეხვედრის მეორე ნახევარში საგრძნობი სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ. ამხანაგურის დებიუტში სერბებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმის დებიუტში ჯვაროსნებმა დინამოელი დავით კობოურის ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. კობოურის გარდა დინამოს შემადგენლობიდან მოედანზე ლუკა ფოჩხუა, გიორგი გოგილაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე იხილა მაყურებელმა. ჭაბუკები კიდევ ერთ სპარინგს სერბებთან 10 ოქტომბერს ჩაატარებენ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024