• Geo
  • Eng
15.02.2014
დინამო-2 ანთალიურ შეკრებაზე გაემგზავრა

დინამო-2 ანთალიურ შეკრებაზე გაემგზავრა. გუნდი თურქეთში 28 თებერვლამდე დაჰყოფს და 4 საკონტროლო შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის სავარაუდო მეტოქეები იქნებიან დონეცკის შახტარის, რუსეთის პრემიერლიგის კლუბების ამკარის,  კრასნოდარის  და ზენიტის სარეზერვო გუნდები. დინამოელები ბელეკში სასტუმრო ბელკონტში იცხოვრებენ. გუნდის მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იქნება:

ომარ მიგინეიშვილი, გიორგი დიასამიძე, მიხეილ ქაჯაია, ზურაბ ჯაფიაშვილი, გიორგი გურეშიძე, დავით ვოლკოვი, ბიძინა მახარობლიძე, ნიკა კვეკვესკირი, ვასიკო ბაჩიაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, გიგა სამხარაძე, მიხეილ ჯიშკარიანი, ვანო წილოსანი, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ერისთავი, ირაკლი ციცხვაია, გუგა ფალავანდიშვილი, ლუკა თათხაშვილი, ლევან ისიანი, გოგი კულუა, ლუკა ლოჩოშვილი, ვახტანგ კაპანაძე, საბა ლობჟანიძე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024