ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის ბაზაზე დინამო-2-მა ანთალიაში გამგზავრებამდე ბოლო სპარინგი ცხინვალის სპარტაკის დუბლებთან გამართა და 3:1 მოიგო. ორი ბურთი გიორგი დიასამიძემ გაიტანა, ერთიც დავით ვოლკოვმა. უჩა სოსიაშვილის გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლდათ.
დინამო-2-მიგინეიშვილი, ბაჩიაშვილი, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, სამხარაძე, კვეკვესკირი, მახარობლიძე, დიასამიძე, ჯიშკარიანი, წილოსანი, ერისთავი
მეორე ტაიმში შევიდნენ-თათხაშვილი, ციცხვაია, კაპანაძე, ქაჯაია, ფალავანდიშვილი, ვოლკოვი. გ.გურეშიძე