• Geo
  • Eng
02.09.2023
ატეიტის თასზე ნახევარფინალში

ბათუმში მიმდინარე ატეიტის თასის გათამაშებაზე 13 წლამდე გუნდებს შორის, ტურნირის მეორე დღის მატჩები გაიმართა.

 

დინამო-2 საბურთალოსთან 0-3 დამარცხდა. დინამომ 4-0 ბათუმის პორტუსს მოუგო. გოლები სანდრო ბინიაშვილმა, ნიკა სახვაძემ, დათო მაჭარაშვილმა და გაბრიელ გოგუამ გაიტანეს. ამრიგად მეოთხედფინალში დინამოს პირველი გუნდი გავიდა, რომელიც ვიკინგებს დაუპირისპირდა. დინამომ ეს შეხვედრაც 4-0 მოიგო და ხვალ გათამაშების ნახევარფინალში საბურთალოს შეხვდება. ვიკინგების კარში კი გოლები დემეტრე გელაშვილმა, დათო მაჭარაშვილმა, გიო აბულაძემ და ანრი უგულავამ გაიტანეს.

 

აქვე გაგაცნობთ დედაქალაქელთა შემადგენლობას:

დინამო: ოთო გურიელი, ნიკა ტარაშვილი, გიორგი კობზონაძე, ირაკლი ხვიჩია, დათა ელიავა, ანდრია ფოცხვერია, სანდრო ჩიქოვანი, დემეტრე მასხარაშვილი, ნიკა თომაევი, დავით მაჭარაშვილი, დემეტრე გელაშვილი, სანდრო ბინიაშვილი, გიო აბულაძე, ალექსანდრე სიხარულიძე, თორნიკე ფილაური, გაბრიელ გოგუა, ნიკა სახვაძე და ანრი უგულავა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024