დღეს დინამო არენაზე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების კითხვებს თბილისელთა მხრიდან გუნდის დამრიგებელმა - იურაი იარაბეკმა და საქართველოს ნაკრების მცველმა- უჩა ლობჟანიძემ, ხოლო სტუმართა რიგებიდან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა- ზლატკო კრანჩარმა და იოსიპ პივარიჩმა უპასუხეს. პრესკონფერენციის შემდეგ გუნდებმა მონაცვლეობით მატჩამდე ბოლო რეპეტიცია გაიარეს. შეგახსენებთ, რომ ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრაში დინამო თბილისი დინამო ზაგრებს უმასპინძლებს.