მომავალ გარდამავალ ჩემპიონატში მალე დინამოს 19 წლამდელთა შემადგენლობაც ჩაერთვება. როგორც მოგეხსენებათ დუბლების ჩემპიონატის ნაცვლად, ამიერიდან 19 წლამდე გუნდების პირველობა გაიმართება, რომელიც აგვისტოს ბოლოს დაიწყება და გვიან შემოდგომამდე გასტანს. ტურნირი ორ ჯგუფად დაიყოფა, ხოლო ჩემპიონს ორივე ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები გაარკვევენ.
ლევან გვანცელაძის გუნდმა რამდენიმე დღეა რაც მზადება დაიწყო და სპარინგ მატჩებიც ჩაატარა. დინამოელებმა ლოკომოტივის და ლიახვის გუნდები მიიღეს და ორივე შემთხვევაში 3:0 დაამარცხეს მეტოქე. მატჩები ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე გაიმართა, დიღმელთა შემადგენლობაში კი რამდენიმე ახალწვეულიც გამოჩნდა. მათზე უფრო კონკრეტულად ახლო მომავალში მოგახსენებთ. ლოკომოტივთან შეხვედრაში გოლები ნინუამ, გოგილაშვილმა და ქავთარაძემ გაიტანეს, ხოლო ლიახვის კარი ლილუაშვილმა, ნემსაძემ და აღდგომელაშვილმა აიღეს. პირველობის დაწყებამდე ახალგაზრდა დინამოელები კიდევ გამართავენ სპარინგ შეხვედრებს.
U19 დინამო 3:0 ლოკომოტივი
დინამო: ბულისკერია, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ნინუ, ხარაბაძე, ყურაშვილი, ძაგოევი, დავითაშვილი, გოგილაშვილი, ჩაკვეტაძე, სილაგაძე
შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, კაპანაძე, ჭურღულაშვილი, ძოწენიძე, ნემსაძე, კუცია, კვარაცხელია, ბაბუნაძე, ქავთარაძე, ფოჩხუა, გაბიტაშვილი
U19 დინამო 3:0 ლიახვი
დინამო: ბულისკერია, კაპანაძე, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, კობოური, კუცია, ძაგოევი, ჩაკვეტაძე, ლილუაშვილი, ფოჩხუა, ხარაბაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ისიანი, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ნინუა, ნემსაძე, ყურაშვილი, გოგილაშვილი, დავითაშვილი, ქავთარაძე, აღდგომელაშვილი, სილაგაძე