• Geo
  • Eng
19.06.2016
დინამომ ივარჯიშა და გასამგზავრებლად ემზადება

ავსტრიულ შეკრებამდე დინამოელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში გამართეს. გუნდს ახალწვეულებთან ერთად ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებიც შეუერთდნენ. იურაი იარაბეკის გუნდი მოემზადება და გამთენიისას გეზს ავტრიისკენ აიღებს, სადაც დინამოელები 4 სპარინგ შეხვედრას ჩაატარებენ. ჩვენს გუნდს მეტოქეობას ვარშავის ლეგია, რაზგრადის ლუდოგორეცი, ჰაიფას მაქაბი და კიევის დინამო გაუწევენ. ხვალ კი წილისყრა გაიმართება და უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელთა მეტოქის ვინაობას შევიტყობთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024