დღეს დინამო არენაზე საქართველოს თასის მეოთხედფინალი გაიმართა. თბილისური დერბი საინტერესოდ წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მატჩის დებიუტში, მერვე წუთზე ჯაბა ჯიღაურის დარტყმული მოიგერია რევაზ თევდორაძემ, დამატებაზე კი ვეღარ ივარგეს მასპინძლებმა. საპასუხოდ ირაკლი კლიმიაშვილის შორიდან გასროლილია აღსანიშნავია, რომელიც ნუკრი რევიშვილმა კუთხურზე მოიგერია. ცოტახანში უკვე გიორგი ფოფხაძემ იყოჩაღა და ვლადიმერ დვალიშილის ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია კუთხურზე. შეხვედრის 25- ე წუთზე დინამოელთა მასირებული შეტევა ოთარ კიტეიშვილმა ლოკომოტივის კარის აღებით დაასრულა 1:0. 38- ე წუთზე ოტარ კიტეიშვილმა დუბლი გაიფორმა. დინამოელთა შეტევა მარჯვენა ფრთიდან, სტეფან ველევის ჩაწოდება და მარცხენა ფრთიდან დასწრებაზე კიტეიშვილმა ითამაშა ზუსტად და ძლიერად 2:0. ერთ წუთში ნუკრი რევიშვილმა გიორგი დიასამიძეს აუღო რთული დარტმული. მეორე ნახევრის მეათე წუთზე სტუმრებმა სახიფატო შეტევა განახორციელეს, უბილავა გადიოდა რევიშვილთან პირისპირ, თუმცა დასწრებაზე დინამოს კიპერმა ითამაშა ზუსტად. 66- ე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილს მართებდა გატანა, მაგრამ დინამოს ფორვარდმა ლოკომოტივის მეკარეს ვერ აჯობა. შეხვედრის მე- 80 წუთზე ლუკა ზარანდია ერთი შეხებით გზავნიდა ბურთს რევიშვილის კარის მიმართულებით, ლოკომოტივის ფორვარდის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. სამაგიეროდ მომდევნო შეტევაში შეცვლაზე შემოსულმა დავით ჩაგელიშვილმა ითამაშა შედეგიანად და სხვაობა შეამცირა 2:1. შეხვედრისთვის კომპენსირებულ დროს ოთარ კიტეიშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა და ფინალური ანგარიში დააფიქსირა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე 23 ოქტომბერს ცხინვალის წინააღმდეგ ჩაატარებს.
დინამო 3:1 ლოკომოტივი
გოლი: 1:0 კიტეიშვილი 25’ 2:0 კიტეიშვილი 38’ 2:1 ჩაგელიშვილი 81’ 3:1 კიტეიშვილი 90+3’
გაფრთხილება: კლიმიაშვილი 74’ ცინცაძე 89’
დინამო: რევიშვილი, ველევი, ხუბუტია (მიქელთაძე 56), ამისულაშვილი, ჭელიძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური (ჭანტურიშვილი 81), კიტეიშვილი, თევზაძე, დვალიშვილი (ლილუაშვილი 90+3)
ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე, ჩიტეიშვილი, კლიმიაშვილი, დიასამიძე, ხიდეშელი (ჩაგელიშვილი 46), ქიქავა, მახარაძე, გაბაძე, ზარანდია, უბილავა
მსაჯი: ლაშა სილაგავა