• Geo
  • Eng
21.06.2016
დინამოს ევროტურნირისთვის ემზადება

დინამო თბილისი ავსტრიულ ტიროლში, დაბა სენტ იოჰანშია და მოახლოებული ევრომატჩებისთვის გადის მზადებას. თბილისელები კირხდორფის მოსამზადებელ ცენტრში გადიან ვარჯიშებს, რომელიც ალპურ ზონაში მდებარეობს და განსაკუთრებული ჰავით გამოირჩევა. იურაი იარაბეკმა ფეხბურთელები დილით გამძლეობაზე ავარჯიშა, შემდეგ წვრთნამ კი საფეხბურთო მოედანზე ჩაიარა. ვარჯიშის ამსახველ ფოტოებს ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე იხილავთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024