• Geo
  • Eng
24.06.2016
დინამო 1:1 ლეგია - ფრე პირველ სპარინგში

დინამოელებმა ავსტრიულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართეს. ჩვენი გუნდი პოლონეთის საუკეთესო გუნდს - ვარშავის ლეგიას დაუპირისპირდა. შეხვედრა, რომლის პირველმა ნახევარმაც თბილისელთა კარნახით ჩაიარა, დაბა - ნოიშტიპტში ჩატარდა. მატჩის დებიუტში გიორგი ქვილითაია უტევდა სახიფათოდ, მის აქტიურობას კუთუხირ და ალექსანდრე ამისულაშვილის თავური დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ბურთი ლეგიას კიპერის ნადავლი გახდა. ტაიმის შუაში პოლონეთის ჩემპიონები სამჯერ გადარჩნენ გაშვებულ გოლს. ჯერ მათიას კურიე შეიჭრა საჯარიმოში, მის ჩაწოდებულს ქვილითაია გამოეხმაურა, მაგრამ მისი დარტყმული ოდნავ აცდა კარს. ორიოდე წუთში ვახო ჭანტურიშვილის ძლიერი დარტყმული მეტოქის კარის ძელმა მოიგერია, დამატებაზე ქვილითაიამ ითამაშა, თუმცა ლეგია მეკარემ იხსნა. 38- ე წუთზე ვარშაველებმაც შექმნეს საგოლე მომენტი, სულეი ერთი ერთზე დარჩა ჩვენს კიპერთან, მაგრამ ანტონი სკრიბემ აჯობა. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გუნდებმა 10 წუთიან მონაკვეთში გოლებიც გაცვალეს. 57-ე წუთზე ლეგიას კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც მათე ცინცაძემ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა - 1:0. ამის შემდეგ ოთარ კიტეიშვილისა და ნიკა გელაშვილის მონაწილეობით ლამაზი და სწრაფი კომბინაცია შესრულდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა. გატანილი გოლიდან 10 წუთში პოლონელმა ფეხბურთელებმა ისარგებლეს ხელსაყრელი მომენტით და კუჩარჩუკმა წონასწორობა აღადგინა - 1:1. შეხვედრის ბოლოსკენ აღსანიშნავია გიორგი თევზაძის დარტყმა. დინამოელმა შორი მანძილიდან ძლიერად გაისროლა, მეკარე ბოლო წამს შეწვდა ბურთს. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და მატჩიი ფრედ 1:1 დასრულდა. დინამოელები მეორე შეხვედრას 26 ივნისს რაზგრადის ლუდოგორეცთან ჩაატარებენ.

 

დინამო 1:1 ლეგია

გოლი: 1:0 ცინცაძე 57’  1:1 კუჩარჩუკი 67’

დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე, შპიჩიჩი, პარუნაშვილი, ალვარო, ჭანტურიშვილი, კურიე, ჯიღაური, ქვილითაია

შეცვლაზე შევიდნენ: გელაშვილი, თევზაძე, ველევი, ცინცაძე, კიტეიშვილი, ჭელიძე, კირკიტაძე, მიქელთაძე, ვოლკოვი

ლეგია: ცერჟნიაკი, ბერეჟინსკი, ლევჩუკი, ჟენჟნიჩაკი, ხლუშეკი, ვრანესი, მაკოვსკი, მასლოვსკი, ალეკსანდროვი, კუჩარჩუკი, სულეი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024