• Geo
  • Eng
30.06.2016
ჩვენი მეტოქე - ლასკი ლინცი

ხვალ პირველ ივლისს დინამოელები ავსტრიულ შეკრებაზე მორიგ სპარინგს ჩაატარებენ. თბილისელთა მეტოქე ადგილობრივი ლასკი იქნება. მატჩი მონდზეეში გაიმართება და თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.

 

ლასკი ლინცი 1908 წელს ჩამოყალიბდა. გუნდის საკლუბო ფერებია შავი და თეთრი. ლასკი საშინაო შეხვედრებს ლინცერის სტადიონზე ატარებს, რომელიც 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. ავსტრიული გუნდი 1964/1965 წლების სეზონში გახდა ავსტრიის ჩემპიონი და იმავე სეზონში მოიპოვა ქვეყნის თასი. ამის შემდეგ გუნდს სერიოზული წარმატებისთვის აღარ მიუღწევია, თუმცა მონაცვლეობით ასპარეზობს ბუნდესლიგასა და პირველ ლიგაში. პირველი ლიგის დასრულებულ გათამაშებაში ლასკმა მეორე ადგილი დაიკავა და ვერ შეწვდა უმაღლესი ლიგის საგზურს. გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2015 წლიდან ავსტრიელი ფეხბურთის სპეციალისტი ოლივერ გლასნერი მუშაობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024