• Geo
  • Eng
16.09.2016
აკაკი ხუბუტია დინამოელია

ამიერიდან დინამო თბილისის რიგებს საქართველოს ნაკრების მცველი- აკაკი ხუბუტია დაიცავს. ხუბუტიამ, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული, დინამოსთან ახალ წლამდე გააფორმა კონტრაქტი და 35 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. მისი ბოლო კლუბი სლოვაკეთის ზემპლინი გახლდათ, მანმდე კი ლიტვის კაუნასში, რუმინუნეთის გაზ მეთანში, თურქეთის სამსუნსფორში, რუსეთის მორდოვიაში და საბერძნეთის კერკირაში ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ აკაკის საქართველოს ჩემპიონატში არ უთამაშია და დინამოსთან ერთად ეროვნულ ჩემპიონატშიც დებიუტი ექნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024