• Geo
  • Eng
01.07.2016
მარცხი ლასკთან

დღეს დინამოელებმა მონდზეეში მეოთხე სპარინგი გამართეს. ჩვენი გუნდის მეტოქე ლინცის ლასკი გახლდათ. იურაი იარაბეკმა ძირითად შემადგენლობაში ის ფეხბურთელები დააყენა, რომელთაც შეკრებაზე ნაკლები დრო მიეცა თავის გამოსაჩენად. ასევე აღსანიშნავია, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოირგო დინამოს ფორმა გიორგი პაპუნაშვილმა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მე- 9 წუთზე მასპინძლებმა სახიფათო შეტევა განახორციელეს, მაგრამ გიორგი ლომაია ადგილზე დაუხვდა ბურთს. თბილისელთა პასუხმაც არ დაახანა და მათე ცინცაძემ გაისროლა სახიფათოდ. პირველი ნახევრის შუაში ნიკა გელაშვილი აქტიურობდა და ორჯერ გაამწვავა სიტუაცია, თუმცა უშედეგოდ. მეორე ტაიმი დაბალ ტემპში დაიწყო და სახიფათო მომენტების გარეშე მიმდინარეობდა. მასპინძლები უფრო მეტს უტევდნენ და საბოლოოდ 75- ე წუთზე მარკო რაგუცმა ისარგებლა დინამოს მცველთა უყურადღებობით და გახსნა ანგარიში. მატჩის მიწურულს კი თომას მაიერმა ტექნიკური დარტყმით ორამდე გაზარდა ლასკის უპირატესობა. ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა და დინამო 0:2 დამარცხდა. მომდევნო და ამ შეკრებაზე ბოლო შეხვედრას თბილისელები 4 ივლისს დინამო კიევის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

დინამო  0:2  ლასკი

დინამო: ლომაია, შპიჩიჩი (თევზაძე 46), რენე (ამისულაშვილი 62), ჭელიძე, კირკიტაძე (კურიე 62), ცინცაძე (c), ალვარო, ვოლკოვი (კიტეიშვილი 62), პაპუნაშვილი (ლობჟანიძე 46), მიქელთაძე (ველევი 62), გელაშვილი (ქვილითაია 62)

ლასკი: პერვანი (c), კერხე, მიხორლი, ვაიზინგერი, გარტლერი, დე ლიმა, რეპი, რამზებნერი, ლუკენედერი, ერდოღანი, როზა სილვა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024