• Geo
  • Eng
04.11.2016
ალექსანდრე ამისულაშვილი დინამოს დაემშვიდობა

დინამო თბილისის კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა, ქუთაისის ტორპედოსთან გამართულ შეხვედრაში ბოლოჯერ მოირგო ჩვენი გუნდის მაისური. დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის ბაზაზე, ამისულაშვილი თანაგუნდელებს დაემშვიდობა. დინამო თბილისის პრეზიდენტის რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ, მას მადლობა კლუბის სახელით გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ამიერიდან, კაპიტნის სამკლაურს დინამო თბილისის გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი მოირგებს.

ალექსანდრე ამისულაშვილმა დინამოს ფორმა პირველად 2001 წელს მოირგო. სულ კი ეროვნულ ჩემპიონატში ჩვენი გუნდის აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა 120 მატჩი ჩაატარა და 13- ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024