საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 21 და 23 აგვისტოს აზერბაიჯანელ თანატოლებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 29 აგვისტოს კი ჭაბუკი ჯვაროსნები პოლონეთისკენ აიღებენ გეზს, სადაც სირენკას თასის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას. გურამ ასპინძელაშვილმა შეკრებაზე, რომელიც დღეიდან დაიწყო- 11 დინამოელს უხმო. დიმიტრი ბულისკერია, გიორგი მამარდაშვილი, არჩილ ბასარია, საბა გაბედავა, ლევან ხარაბაძე, ბექა დარცმელია, ანზორ მექვაბიშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ზუკა დავითაშვილი, ლუკა ჩიქოვანი და ხვიჩა კვარაცხელია სხვა თანატოლებთან ერთად მოემზადებიან ზემოაღნიშნული მატჩებისთვის.