• Geo
  • Eng
06.07.2016
დინამო ალაშკერტს შეხვდება

გაირკვა დინამო თბილისის მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებულ შეხვედრაში სომხურმა ალაშკერტმა ანდორის ჩემპიონ სანტა კოლომას 3:0 მოუგო. გამომდინარე იქიდან, რომ ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა, შემდეგი ეტაპის საგზური სწორედ სომხებმა მოიპოვეს.

ჩვენი გუნდი სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას ალაშკერტთან 12 ივლისს, 21:00 საათზე დინამო არენაზე გამართავს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024