• Geo
  • Eng
05.11.2016
6 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

კვირას 6 ნოემბერს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი ქობულეთში შუქურას დაუპირისპირდება, მატჩი კი 14.00 საათზე დაიწყება.

6 ნოემბერს თბილისელებს თავის ისტორიაში 10 ოფიციალური შეხვედრა აქვთ ჩატარებული. მტკვრისპირელთა აქტივში ოთხი გამარჯვებაა. ორი მატჩი ფრედ დასრულდა და ოთხჯერ მეტოქემ მიაღწია წარმატებას. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 13/12 დინამოს სასარგებლოდ.

1938 წელს თბილისელებმა მოსკოვის მეტალურგი 3:2 დაამარცხეს. იმ მატჩში მიხეილ ბერძენიშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა. 1957 წელს დინამო სახლში დამარცხდა კიშინიოვის ბურევესტნიკთან სამი უპასუხო ბურთით. 1962 წელს ფრე 1:1 კიეველ თანაკლუბელებთან. გოლი საკუთარ კარში შჩეგოლკოვმა გაიტანა. 1976 წელს მარცხი მოსკოვის ტორპედოსთან 0:1. ერთი წლის შემდეგ რევაზ ჩელებაძის და დავით ყიფიანის გოლებით დინამოელებმა დნეპროპეტროვსკის დნეპრი 2:0 დაამარცხეს. 1983 წელს თბილისელებმა სტუმრად მოსკოვში 1:0 აჯობეს ადგილობრივ ცსკა- ს. გამარჯვების გოლი ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანა.

1994 წელს დინამოელებმა რუსთავის მეტალურგი დაჯაბნეს 4:1. მიხეილ ყაველაშვილის დუბლს თითო გოლი ოთარ კორღალიძემ და გიორგი ნემსაძემ მიამატეს. 2002 წელს ვიტ ჯორჯიამ გვაჯობა 1:0, ხოლო 2011 წელს ისევ ვიტ ჯორჯიას შევხვდით და ამჯერად ფრე 2:2. გოლები მიკელ ალვაროს და გიორგი კახელიშვილის ანგარიშზეა. 2014 წელს თბილისელებმა ბათუმის დინამო მიიღეს და 0:1 დამარცხდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024