პაოკთან მატჩის შემდეგ დინამო თბილისის პრეზიდენტმა - რომან ფიფიამ კომენტარი გააკეთა.
რომან ფიფია: სამწუხაროდ დინამოსთვის ევრო თასებზე წლევანდელი გამოსვლა წარუმატებლად დასრულდა. აბსოლუტურად ვიზიარებ ჩვენი გულშემატკივრების გულისწყრომას. პაოკთან განმეორებითი მატჩის შემდეგ საზოგადოებას მოვახსენებ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. უფრო დაწვრილებით ყველაფერზე, აღნიშნული მატჩის შემდეგ ვისაუბროთ.