• Geo
  • Eng
09.07.2016
ვლადიმერ დვალიშვილი დინამოში ითამაშებს

საქართველოს ჩემპიონის რიგებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი- ვლადიმერ დვალიშვილი შეუერთდა. ფორვარდმა კარიერა 2004 წელს დინამოში დაიწყო. შემდეგ იყო ბათუმის დინამო და რუსთავის ოლიმპი. დვალიშვილი 2008 წელს რიგის სკონტოს წევრი გახდა, შემდეგი სამი სეზონი კი ჰაიფას მაქაბიში გაატარა. ამის შემდეგ იყო პოლონური გუნდები- პოლონია, ლეგია და პოგონი, შუალედში კი დანიური ოდენსე. ვლადიმერ დვალიშვილმა დინამოსთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და დედაქალაქურ გუნდში 8 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024