თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა- ვიაჩესლავ გროზნიმ ქობულეთში გამართული შეხვედრა შეაფასა.
ვიაჩესლავ გროზნი: შეხვედრა ორივე გუნდისთვის დიდ მნიშვნელს ატარებდა, განსხვავება მხოლოდ 3 ქულა იყო. მატჩში დღეს მთავარი რეზულტატი იყო. ბოლო პასი და დამაგვირგვინებელი დარტყმა- ამ თემაზე ნაყოფიერად უნდა ვიშრომოთ. პირველივე წუთებიდან მოედანზე იყვნენ ზარია და მიქელთაძე. დინამოში დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდა ნინუას- ჩვენი კურსი ზუსტად ასეთია. სათასო რეზულტატის შემდეგ, დღეს აუცილებლად გვჭირდებოდა გამარჯვება და გუნდში ფსიქოლოგიური სიტუაციის გამოსწორება. ვიცოდით, რომ შუქურა სახლში განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობს, ამას აევე ხელოვნური საფარიც ემატებოდა. ჩვენ რეზულტატზე ვითამაშეთ და საბოლოოდ ვიმარჯვეთ.