მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამომ ცხინვალს 4:2 აჯობა, თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა- იურაი იარაბეკმა შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.
იურაი იარაბეკი: ევროთასების შემდეგ დღეს რთული მატჩი გამოდგა. 2 დღის წინ უმძიმესი შეხვედრა ჩავატარეთ და დღეს 5 ძირითადის ფეხბურთელი გვაკლდა. მთავარი დღევანდელ მატჩში ჩვენთვის იყო 3 ქულის მოპოვება. საკმაოდ ცხელოდა, მაგრამ ბიჭებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და 2 ბურთითაც დავწინაურდით. მეორე ნახევრის დებიუტში მეტოქემ გაგვიტანა გოლი, თუმცა ჩემმა გუნდმა შესძლო მობილიზება და კიდევ ორის გატანა. ბოლო 10 წუთში კიდევ შეიძლებოდა დაწინაურება, თუმცა მთავარია 3 ქულა ავიღეთ. რაც შეეხება კირკიტაძეს და ზარიას, ვულოცავ მათ დებიუტს. ორივემ დიდი პოტენციალი გამოავლინა და ეს მათთვის საუკეთესო გამოცდილებაა.