დინამო 2-მა თურქულ შეკრებაზე პირველი სპარინგი გამართა. დინამოელთა მეტოქე რუსეთის პრემიერლიგის ამკარის დუბლშემადგენლობა გახლდათ. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა. დუბლი შეასრულეს ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი დიასამიძემ და ბუდუ ზივზივაძემ.
უჩა სოსიაშვილის გუნდის შემადგელობა ასეთი გახლდათ: მიგინეიშვილი (72-ისიანი), ბაჩიაშვილი (55-თათხაშვილი), ლოჩოშვილი (67-ციცხვაია), ჯაფაშვილი ,სამხარაძე (77-კაპანაძე), კვეკვესკირი, ფალავანდიშვილი (58-ქაჯაია), დიასამიძე (52-გურეშიძე), მახარობლიძე (65-ვოლკოვი), ლობჟანიძე (61-წილოსანი), ერისთავი (50-ზივზივაძე)
დინამოლები ანთალიაში მორიგ შეხვედრას 20 თებერვალს დონეცკის შახტარის დუბლებთან გამართავენ.