კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა წარმატებით დაძლიეს ბენდელას თასის გათამაშების ნახევარფინალი და გადამწყვეტ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. სამტრედიაში ჩატარებული შეხვედრა, რომელშიც სკ ქუთაისმა დინამოს სარეზერვო გუნდს უმასპინძლა, დედაქალაქელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
მთელი შეხვედრის მანძილზე უპირატესობას თბილისელი ფეხბურთელები ფლობდნენ, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა. პირველი ტაიმის დებიუტში კობახიძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. შემდეგ არჩილ მესხმა ორამდე გაზარდა დინამოელთა უპირატესობა 0:2. მატჩის მეორე ნახევარში გუნდებმა ერთმანეთის კარში თითო გოლი გაცვალეს. კვერნაძემ შეძლო ქუთაისელთა კარის მესამედ აღება. საბოლოოდ შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ამრიგად 20 თებერვალს, თბილისში ბენდელას სტადიონზე ბენდელას თასის მოსაპოვებლად ერთმანეთს დინამო თბილისის დუბლები და ვიტ ჯორჯია დაუპირისპირდება.
დინამოს დუბლები: შოვნაძე, მარაქველიძე, თევზაძე, კაციტაძე, გურეშიძე, კიტოვანი, მაჭავარიანი, ა. მესხი, კვერნაძე, კობახიძე, დიასამიძე
მეორე ტაიმში შემოვიდნენ: ნემსაძე, გალდავაძე, კახნიაშვილი, მურუსიძე, ც. მესხი, ვეკუა, ხარებაშვილი