• Geo
  • Eng
17.02.2014
ახალწვეულების წარდგენა დიღმის ბაზაზე

დინამოში 29 წლის თავდამსხმელი- ოთარ მარცვალაძე ითამაშებს. მარცვალაძე წლების მანძილზე წარმატებით გამოდიოდა რუსეთის და უკრაინის კლუბებში და პრაქტიკულად 9 წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის დინამომ ასევე 27 წლის ჰოლანდიელი მარჯვენა მცველი- იენს იანსე დაიმატა. იანსე წლების მანძილზე ჰოლანდიის ერედივიზიონის გუნდებში ტილბურგსა და ბრედაში თამაშობდა, ბოლო სეზონი კი ესპანური სეგუნდას კორდობაში გაატარა. იანს იანსეს ჰოლანდიის ყველა ასაკობრივ  ნაკრებ გუნდებში იწვევდნენ. ახალგაზრდულ ნაკრებში კი მან 21 მატჩი ჩაატარა. 

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ახალწვეულების წარდგენა შედგა. კლუბის  პრეზიდენტმა ბატონმა რომან ფიფიამ ოთარ მარცვალაძეს  დინამოს 20 ნომრიანი მაისური გადასცა, სპორტულმა მენეჯერმა ირაკლი ვაშაკიძემ კი იანსეს 22 ნომრიანი. კლუბის პრეზიდენტმა, სპორტულმა მენეჯერმა, ახალწვეულებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ  ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024