საქართველოს 28- ე ჩემპიონატის მესამე ტურში დინამომ ცხინვალი 4:2 დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩატარებულ შეხვედრაში თავის გამოჩენა მათე ცინცაძემ, ოთარ კიტეიშვილმა, რენე სანტოსმა და გიორგი პაპუნაშვილმა მოახერხეს. დინამო თეთრ ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩს 10 სექტემბერს ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს.