• Geo
  • Eng
15.07.2016
ჩვენი წყვილის გამარჯვებულის სავარაუდო მეტოქე გარკვეულია

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. დინამო-ალაშკერტის წყვილში გამარჯვებული გუნდის მეტოქე დინამო ზაგრები-ვარდარი სკოპიეს წყვილში გამარჯვებული გუნდი იქნება. შეგახსენებთ რომ თბილისელებმა ალაშკერტს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში 2:0 აჯობეს, ხოლო ზაგრების დინამომ სკოპიეში დაამარცხა ვარდარი ანგარიშით 2:1. პირველი მატჩი 26/27 ივლისს გაიმართება (ზაგრები/სკოპიე), საპასუხო კი 2/3 აგვისტოს (თბილისი/ერევანი).

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024