• Geo
  • Eng
16.07.2016
დინამო საპასუხო მატჩისთვის ემზადება

დინამო თბილისი განაგრძობს მზადებას უეფას მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩისთვის, რომელიც ერევანში 19 ივლისს გაიმართება და 19.00 საათზე დაიწყება. იურაი იარაბეკმა ფეხბურთელები დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ავარჯიშა. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში დინამო თბილისმა ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი ქვილითაიას გოლებით 2:0 დაამარცხა ალაშკერტი. დინამო TV მზადების ვიდეო სიუჟეტსა და ჯაბა ჯიღაურის კომენტარს გთავაზობთ, რომელმაც შეაფასა განვლილი მატჩი და ისუაბრა მომავალი შეხვედრის მნიშვნელობაზე.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024