30 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს აღნიშნულ ევროტურნირზე დინამო თბილისის 19 წლამდელთა გუნდი წარმოადგენს. დინამოელთა მეტოქე ალმათის კაირათი იქნება. პირველი მატჩი ყაზახეთის გუნდთან თბილისში 28 სექტემბერს ჩატარდება. საპასუხო შეხვედრას ალმათი 19 ოქტომბერს უმასპინძლებს.