• Geo
  • Eng
18.07.2016
დინამომ მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა

თბილისელები ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ. დღეს იურაი იარაბეკის გუნდმა ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. მანამდე ორივე გუნდის მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

აბრაჰამ ხაშმანიანი: ჩვენს გუნდს საბოლოოდ გამოაკლდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მიჰრამ მანასიანი, რომელსაც სანტა კოლომასთან მიღებული წითელი ბარათის გამო, სამი მატჩის გამოტოვება უწევდა. გუნდი მზადაა ხვალინდელი შეხვედრისთვის. კლუბის ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა დაცვის ხაზში შექმნილი სერიოზული პრობლემები დროულად აღმოეფხვრათ. ვფიქრობ შანსები გვაქვს და მათ გამოყენებას შევეცდებით. დინამო თბილისი ორგანიზებული და რაც მთავარია- დიდი ისტორისს მქონე კლუბია, ეს კი ჩვენი გუნდისთვის პრობლემაა, რადგან ფეხბურთში ტრადიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

იურაი იარაბეკის მატჩისწინა პრესკონფერენცია და თბილისელთა ვარჯიში კი შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ვიდეო სიუჟეტის საშუალებით იხილოთ.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024