სპორტულმა გამოცემა ლელომ, საქართველოს 28- ე პირველობის მეცამეტე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან - ჯაბა ჯიღაური შეიყვანა. ბოლო შეხვედრაში ლოკომოტივთან დინამომ 4:0 იმარჯვა. დინამოს შემტევმა ნახევარმცველმა მატჩის 79- ე წუთზე შეხვედრის უკანასკნელი გოლი გაიტანა, მანამდე კი ჯიღაურმა ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.