• Geo
  • Eng
30.09.2016
1 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

შაბათს 1 ოქტომბერს დინამო თბილისი მერვე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. ჯგუფის ცენტრალური მატჩი დინამო არენაზე 18.00 საათზე დაიწყება.

1 ოქტომბერს დინამოს თავის ისტორიაში 14 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 9 მოგება, 4 მარცხი და ერთი ყაიმი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 30/14 თბილისელთა სასარგებლოდ.

1946 წელს მოსკოვში ადგილობრივ ტორპედოსთან დამარცხდა ჩვენი გუნდი 3:4. გოლები ბასა ღოღობერიძემ, ასლან ხარბედიამ და გიორგი აროშიძემ გაიტანეს. 1952 წელს დინამომ ნეიტრალურ მოედანზე კალინინის მვო- სთან ფრედ 1:1 ითამაშა. გოლი ბასა ღოღობერიძის ანგარიშზეა. 1970 წელს ქუთაისში ტორპედომ იმარჯვა 2:1. ერთადერთი გოლი გივი ნოდიამ გაიტანა. ორი ცლის შემდეგ თბილისელებმა დნეპროპეტროვსკის დნეპრი მიიღეს და სამი უპასუხო გოლით მოუგეს მეტოქეს. გივი ნოდიამ ამ შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი. დანარჩენი ორი გოლი გოჩა გავაშელმა და დათო ყიფიანმა გაიტანეს. იმავე ანგარიშით მოიგო დინამომ 1978 წელს ერევნის არარატთან. დათო ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი და ვახტანგ ქორიძე გატანილი გოლების ავტორები. 1989 წელს თბილისელები სახლში 1:2 დამარცხდნენ მინსკელ თანაკლუბელებთან. ჩვენი გუნდიდან თავი კახა კაჭარავამ გამოიჩინა.

1978 წელს უეფას თასის 1/16 ფინალში დინამომ რამაზ შენგელიას გოლით ბერლინის ჰერტას 1:0 აჯობა. 1980 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის ჩვენი გუნდისთვის ტრიუმფალურ სეზონში დინამომ ბერძნულ კასტორიას მოუგო 2:0. რამაზ შენგელიამ და ვლადიმერ გუცაევმა შეასრულეს ზუსტი და შედეგიანი დარტყმები.

1990 წელს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში დინამო ქუთაისის ქუთაისი მიიღო და 2:0 დაამარცხა ისტორიული მეტოქე. გოლები გია ჯიშკარიანმა და კახა კაჭარავამ გაიტანეს. 4 წლის შემდეგ თბილისელებმა ლანჩხუთში 6:0 დაამარცხეს გურია. შოტა არველაძემ ჰეთ თრიქი გაიფორმა, დუბლი არჩილ არველაძის ანგარიშზეა და ერთიო გოლიც გიორგი დემეტრაძემ შეაგდო. 2000 წელს შელიას, სიჭინავას და ზამთარაძის გოლებით ფოთის კოლხეთს ვაჯობეთ 3:2. მომდევნო წელს ტორპედომ იმარჯვა 2:0, 2003- ში კი იმავე ანგარიშით გორის დილას ვაჯობეთ. გოლები ვიტალი დარასელიამ და გიორგი ანჩაბაძემ ჩაიწერეს აქტივში. 2008 წელს თბილისელებმა რუსთავის ოლიმპი მიიღეს. მათე ვაწაძის და დონალდ ჟუსის გოლებით დედაქალაქელებმა 2:1 იმარჯვეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024