• Geo
  • Eng
22.07.2016
იურაი იარაბეკი - დინამოს შანსები აუცილებლად ექნება

დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა- იურაი იარაბეკმა სპორტულ გაზეთ ლელოსთან ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა დინამო ზაგრებისა და ვარდარი სკოპიეს საპასუხო მატჩის შემდეგ:

დინამო ზაგრები ხორვატიის ჩემპიონია და ამით ყველაფერი ნათქვამია. ხორვატიის ნაკრები კი, სერიოზული ძალა იყო ევროპის ჩემპიონატზე და საფრანგეთში ზაგრების დინამოს რამდენიმე ფეხბურთელმა ითამაშა კიდეც...

რაც შეეხება უშუალოდ მეტოქის თამაშს, ზაგრების დინამო ძალზე ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს. ეს კარგია იმიტომ, რომ ჩვენს ბიჭებს უყვართ ფეხბურთის თამაში და მათ სწორედ ისეთ გუნდებთან დაპირისპირება ურჩევნიათ, რომლებიც თამაშ არ კლავენ.

ჩვენთვის კარგი ინფორმაცია ის არის, რომ მარკო პიაცა ზაგრების დინამოში აღარ ითამაშებს. წყვილის ფავორიტი მაინც მეტოქეა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გვექნება შანსები და ისინი უნდა გამოვიყენოთ.

 

22.07.2016  ყოველდღიური სპორტული გაზეთი ლელო

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024