• Geo
  • Eng
01.10.2016
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამომ 1:2 დათმო შეხვედრა ჩიხურასთან, გაიმართა მატჩისშემდგომი ტრადიციული პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე სოსო ფრუიძე და თამაზ სამხარაძე წარდგნენ:

სოსო ფრუიძე: თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი- თუ რამე წარმატებაზე ამ სეზონში ფიქრს ვაპირებდით, მაშინ ეს თამაში უნდა მოგვეგო. მადლობა მათ თავდადებისთვის. იყო კარგი ფეხბურთი, ასევე იყო უხეში შეცდომებიც, საბოლოოდ ვიმარჯვეთ და გახარებული ვარ. დინამოს წარმატებებს ვუსურვებ.

თამაზ სამხარაძე: მეტოქეს ვულოცავ გამარჯვებას, დინამოს გულშემატკივარს კი მინდა ბოდიში მოუხადო. წინ გვაქვს 2 კვირიანი პაუზა და ვეცდებით ეს პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ. წინ 5 ტურია დარჩენილი და რადიკალურ ცვლილებებს ვერ განვახორციელებთ. დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალური თავდადებით ვიბრძოლებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024