დინამო თბილისის 15 წლამდელთა გუნდმა ვლადიმერ გოჩაშვილის ხელმძღვანელობით ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გამართა. დინამოელები ცხინვალს დაუპირისპირდნენ, სათამაშო უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და 3:1 დაამარცხეს მეტოქე. გოლები მასპინძელთა კარში მაღალდაძემ, ჭავჭანიძემ და თუდებიმ გაიტანეს.
U15 ცხინვალი 1:3 დინამო
დინამო: ხარშილაძე, ჭავჭანიძე, გოდერძიშვილი, ჯანგიძე, წაქაძე, მაღალდაძე, თუდები, ლომთაძე, იაკობიძე, მოისწრაფიშვილი, აზაროვი
შეცვლაზე შევიდნენ: ქუტალაძე, ჯანგველაძე, ბოგვერაძე, ჩაკვეტაძე, ქველაძე