• Geo
  • Eng
25.07.2016
დინამო თბილისი ზაგრებშია

დინამო თბილისი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩაფრინდა და სასტუმრო Double Tree by HILTON- ში დაბინავდა. გუნდმა ისადილა, საღამოს კი მაქსიმირის სტადიონზე წინასამატჩო ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩატარდება. 26 ივლისს თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე აღნიშნულ სტადიონზე უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ ზაგრებისა და თბილისის დინამოები წარდგებიან.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024