• Geo
  • Eng
29.11.2016
30 ნოემბერი დინამოს ისტორიაში

ოთხშაბათს 30 ნოემბერს დინამო თბილისი საქართველოს 28- ე გარდამავალი პირველობის ბრინჯაოს პლეი ოფის პირველ შეხვედრას გამართავს. დინამოელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საბურთალოს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება.

30 ნოემბერს თბილისელებს თავის ისტორიაში 7 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული. 4 შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი მატჩი ფრედ მორჩა და ორში მეტოქემ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 18/9 დინამოს სასარგებლოდ.

1939 წელს დინამომ ბორის პაიჭაძის გოლით 1:0 დაამარცხა ოდესელი თანაკლუბელი. 1966 წელს ქუთაისში ტორპედოსა და დინამოს დაპირისპირება ფრედ 3:3 დასრულდა. ილია დათუნაშვილმა აღნიშნულ მატჩში ჰეთ თრიქი შეასრულა.

1993 წელს თბილისურ პაექრობაში შევარდენმა 3:0 დაამარცხა დინამო. 1998 წელს დინამომ 6:1 აჯობა კოლხეთს. რატი ალექსიძემ და ლევან ცქიტიშვილმა სამ-სამჯერ აიღეს ფოთელთა კარი. 10 წლის შემდეგ 3:0 ვიმარჯვეთ ცხინვალის სპარტაკთან. ილია სპასოევიჩის დუბლი და ერთი გოლიც გიორგი მერებაშვილის ანგარიშზე. 2013 წელს ისევ სპარტაკი და ამჯერად გამარჯვება 4:0. ყველა გოლი ლეგიონერების ანგარიშზეა. ჩისკო მუნიოსის დუბლს თითო გოლი პატრიკ ვუომ და დორინ გოგამ მიმატეს. მომდევნო წელს დინამომ ლანჩხუთის გურია მიიღო და 1:2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი გურულთა კარში ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024