• Geo
  • Eng
08.09.2016
დინამოელთა მატჩები ჭაბუკთა ლიგაში

ჭაბუკთა ლიგაში მორიგი მატჩები ჩაატარეს დინამოს აკადემიის გუნდებმა. 19 წლამდელთა გუნდი, რომელსაც მალე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელის, გორში ადგილობრივ დილას 19 წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდა და 1:0 აჯობა მასპინძლებს. თბილისელებმა ენვერ ლილუაშვილის გოლით იმარჯვეს, მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეც იმყოფებიან. 17 წლამდელთა გუნდმა ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე საბურთალო მიიღო და 0:1 დამარცხდა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდისთვის ეს პირველი მატჩი გახლდათ მიმდინარე გათამაშებაში. პირველი ტურის შეხვედრა 17 წლამდელებმა, ნაკრებში მივლენილი რამდენიმე ფეხბურთელის მიზეზით გამოტოვეს. თავისი მატჩი ჩაატარა ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმაც, რომელმაც ასევე საბურთალოს უმასპინძლა. დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა გატანილ გოლებში ასახეს და სტუმრებს 5:1 აჯობეს. ლომთაძემ და ჩარკვიანმა დუბლი შეასრულეს, ერთი გოლიც მექვაბიშვილის ანგარიშზეა.

 

U19 დილა 0:1 დინამო

U19 დინამო: ისიანი, კაპანაძე, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, ნემსაძე, კუცია, გოგილაშვილი (ძაგოევი 65), ჩაკვეტაძე (ნინუა 75), ლილუაშვილი, ფოჩხუა (დავითაშვილი 60), ზარია

U17 დინამო 0:1 საბურთალო

U15 დინამო 5:1 საბურთალო

U15 დინამო: თვალოძე, თუდები, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, წაქაძე, მაღალდაძე, ჩარკვიანი, მექვაბიშვილი, იაკობიძე, მოისწრაფიშვილი, აზაროვი

შეცვლაზე შევიდნენ: ჩაკვეტაძე, ჯანგველაძე, ფაცურია, ქველაძე, ლომთაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024