• Geo
  • Eng
06.09.2016
ახალგაზრდული ნაკრების ფრე ხორვატიასთან

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი ზესტაფონში ჩაატარა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გია გეგუჩაძის კრებულმა ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები მიიღო და საინტერესო შეხვედრაში ფრედ 2:2 დაცილდა. შეხვედრაში ანგარიში ჩვენი გუნდის შემტევმა- გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა, მეორე გოლი კი ნიკა კაჭარავას ანგარიშზეა. პაპუნაშვილის გარდა დინამო თბილისიდან ახალგაზრდული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილმა (ნაკრების კაპიტანი) და მათე ცინცაძემ იასპარეზეს, ხოლო გიორგი თევზაძე შეცვლაზე შევიდა.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024