• Geo
  • Eng
05.09.2016
დინამოელები ეროვნულ ნაკრებში

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში დინამო არენაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან გოლი ჯანო ანანიძემ გაიტანა. დინამო თბილისიდან ეროვნული გუნდის შემადგენლობაში სულ ხუთი ფეხბურთელი იყო გამოძახებული. ალექსანდრე ამისულაშვილმა (ნაკრების კაპიტანი), უჩა ლობჟანიძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ლადო დვალიშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს, ხოლო ლაშა პარუნაშვილი თადარიგში დარჩა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024