• Geo
  • Eng
29.07.2016
შეხვედრას ზაგრების დინამოსთან - მიროსლავ ზელინკა განსჯის

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი დინამო ზაგრების წინააღმდეგ გამართავს, ჩეხ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოასპარეზე დინამოს ევროთასებზე გასამართი მე- 100 მატჩის მთავარი მსაჯი, 35 წლის- მიროსლავ ზელინკა იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- ონდრეი პელიკანი და იან პატაკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- პაველ იულინეკი შეასრულებს. უეფას დელეგატი, ავსტრიელი მიხაელ ზორატი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელია- ჰაიმ იაკოვი ისრაელიდან.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც მიროსლავ ზელინკამ იმსაჯა 1 ივნისს, გამართული ამხანაგური მატჩი პოლონეთი 1:2 ჰოლანდიაა. აღნიშნულ მატჩში არბიტრმა ფეხბურთელები ორჯერ გააფრთხილა. 2014 წლის 11 ოქტომბერს ზელინკამ შოტლანდია 1:0 საქართველო იმსაჯა, ხოლო 2013 წლის 18 ნოემბერს 19 წლამდელთა მატჩი საქართველოსა და ჰოლანდიას შორის, რომელიც ჭაბუკ ჯვაროსანთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის მიროსლავ ზელინკას მიერ განსჯილი ევრო შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

მიროსლავ ზელინკა (35 წლის)

=================================================================

უეფა ევროპა ლიგა - 18 თამაში / 86 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა ჩემპიონთა ლიგა - 2 თამაში / 8 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

ამხანაგური მატჩები - 6 თამაში / 10 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა U-17 ჩემპიონატი - 2 თამაში / 8 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა U-19 ჩემპიონატი - 6 თამაში / 29 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა U-21 ჩემპიონატი - 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა ევრო საკვალიფიკაციო - 3 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

ფიფა მს/ საკვალიფიკაციო - 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024